დილის ცივი ნათება

    შთაგონების წყარო(:დ) : Placebo – In The Cold Light of Morning

    საინტერესო წარმოსადგენია ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. საინტერესო წარმოსადგენია სიკვდილიც ცხოვრების შემდეგ..

    ღამის 4 საათზე უცნაურმა მელოდიამ, რომელიც მომენტალურად აღმოჩნდა მის გონებაში, დაურღვია სიმშვიდე.  ღრმა ძილში დიდი აჟიოტაჟით შეაღწიეს ლაღად მოთამაშე, თუმცა სუსტმა, ბგერებმა და გამოაღვიძეს მოხუცი. დანაოჭებული ქუთუთოები ცოცხლად ასწია. დიდი ზღვისფერი თვალებით იმ უცნაურ გარემოს დაუწყო თვალიერება, რომელშიც აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ ასაკისაგან დაქვეითებულმა მხედველობამაც კი ვერ შეუშალა ხელი მოხუცს, რომ დაენახა განაგრძე კითხვა…

აბა, ხალხნო, როგორ ხართ? თუ ვინმეს ახსოვს ან კითხულობს ჩემს ბლოგს ..

დრო ფუჭად და ელვის სისწრაფიდ გადის. ეს ყოველდღიურობა და გახუნებული ერთფეროვნება უკვე სერიოზულად მაღიზიანებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე(უკვე მერამდენედ), რომ ბლოგი განმეახლებინა და ერთი სიტყვა მაინც დამეწერა.

პრობლემები.. პრობლემები ევრივეა 😐

მატერიალური პრობლემების სიუხვეზე აღარ ვსაუბრობ. სულიერი თუ მორალური თუ რაც გინდათ, ის ვუწოდოთ – აი, მე პირადად რა მამძიმებს. სიარულის დროს მეშინია ამ სიმძიმემ მიწაში არ ჩამითრიოს.

Fin.

 

 

ორიოდე სიტყვით

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მე ისევ გამიჩნდა სურვილი წერისა, ისევ გამიჩნდა ხალისი ბლოგის განახლებისა და გალამაზებისა.  ერთგული მკითხველი როგორც ჩანს არ მყავს. თუმცა ეს დიდად არ მანაღვლებს. მთავარია,     მე ყველაფერს გავაკეთებ(თუ აქამდე არ ვაკეთებდი),  რათა მოკლისის ბლოგის რეიტინგი ისევ ჩადგეს კალაპოტში.

სათქმელი ნამდვილად ბევრი რამ დამიგროვდა. ეს პოსტი მესიჯის სახით მინდა ჩემს ახლობლებს მივუძღვნა.  ვუთხრა ის, რისი თქმაც მინდა და გარემოებები ან საკუთარი თავი არ მაძლევს ამის საშუალებას.

1. ძალიან მწყინს, როდესაც ყველა სიტყვაზე უაზრო კომენტარებს მიკეთებ. მწყინს, ის, რომ ამდენი ხნის მეგობრობის შემდეგ სულ ორიოდე სიტყვით შეგიძლია დაამსხვრიო ყველაფერი და ეს ძალიან კარგად იცი. თუმცაღა ისევ იგივეს აგრძელებ, ისევ.. მე კიდევ ყველაფერზე თვალს ვხუჭავ. სხვა ნებისმიერი ჩემს ადგილზე ამდენი ხანი ლოლიაობას არ დაგიწყებდა. ყოველთვის არ ვაპირებ, რომ ყველას მივუტევო შეცდომები. ახლა უკვე ონლაინ–მეგობრები გამოვდივართ. ნაწილობრივ ეს ჩემი ბრალიცაა და შენიც. მოკლედ, შენი გადასაწყვეტია. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნაცნობები, რომლებიც ქუჩაში შეხვედრის დროს შორიდან ესალმებიან ერთმანეთს(თუმცა, თუ დაფიქრდები, გვირაბის ბოლოს სინათლეს დაინახავ და სხვა გამოსავალსაც აღმოაჩენ). ^^

გაგრძელება იქნება, ალბათ..

♥ ♥ ♥

ცივი გონებით ვაზროვნებ ყოველთვის და ახლაც. ბრაზი მახრჩობს!  ის მოიპარება ნელ–ნელა ჩემკენ.. ნაბიჟ–ნაბიჯ.. აუჩქარებლად.. მინდა, რომ ახლოს არ გამეკაროს, რადგან საშინლად გაბრაზებული ვარ უაზრო,  ერთფეროვანი ცხოვრებით. ის კიდევ უფრო მაღიზიანებს, ჩემ ნერვებზე თამაშობს!

მანიაკივით, რომელიც ქუჩაში ღამღამობით მხრებატუზული დაძრწის,  რომ ვერავინ იცნოს და ვერავინ ამხილოს დანაშაულში, ფეხაკრეფით მოიპარება და ალბათ ფიქრობს, რომ ვერ ვხედავ.  თუმცა ისეთი უზარმაზარია, ყველა ამჩნევს, როგორ მოიწევს ჩემკენ.. ისეთი მხურვალეა.. ჯერ ძალიან შორს არის და მისი სითბო მაინც აღწევს ჩემამდე.. ისეთი ფერადია.. თვალებს მიჭრიალებს.. ცისარტყელას მაგონებს..

სახეზე ღიმილი დასთამაშებს.. არა, არ არის ეს ბოროტული ღიმილი..  თვალები კი უბრწყინავს.. ეშმაკურად.. მაგრამ თვალები არ აქვს და არც სახე.. რა არის?.. რა არსებაა?.. რა სხეულია?.. რა ორგანიზმია?.. ეს კითხვები გონებას მიღრღნის. განაგრძე კითხვა…

***

კანკალმა ამიტანა, მაგრამ არა სიცივისგან.. და არც შიშისგან. საათმა სამჯერ გამოსცა ცივი ბგერები. შევხტი. უკვე ღამის სამი საათია. მე კიდევ უშედეგოდ ვცდილობ, დავიძინო. ქუთუთოები მეწვის და მძიმედ ვსუნთქავ.

ერთიი.. ორიი.. სამი.. ოთხიი.. ხუთიი.. ექვსი.. მაქსიმუმ ორმოცდაათამდე დავითვლი და გავუყვები…  სამოცდაშვიდი.. სამოცდარვაა.. სამოცდაცხრაა.. სამოციი.. სამოცდაერთიი.. უხ, შენი.. კიდევ ამერია.

ხვალ რვა საათზე უნდა ავდგე. ყველაზე შემაძრწუნებელ და ხმაურიან  მელოდიას ვაყენებ მაღვიძარად, რომ დილით შემოაღწიოს ბგერებმა ჩემ გონებაში.

ოთახში სრული ქვესკნელია. მთვარის შუქიც კი ვერ აღწევს ჩემამდე. ღრმა სიმუქეში რაღაც ლაქას ვხედავ, თეთრ ლაქას. ყველგან დამყვება, სადაც კი მზერას მივაბყრობ. უცნაური ფორმა აქვს  ამ ლაქას. ბრტყელ პატარა ღრუბელს ჰგავს..

ჩამეძინაა ძლივსს.. სიზმარშიც გამომყვა ის ლაქა დაა..

ბჟღ! ბჟღ! .. ბჟღ! ბჟღ!  თავთან ახლოს ტელეფონი მიბჟღუის: ”ახლა მოვრჩი გეოგრაფიის სწავლას. ვიცი, გძინავს, მაგრამ მაინც ტკბილი/თბილი ძილი”

ცალი თვალი ძლივს გავახილე. ბედნიერი ვარ. ვიღაცას ვახსოვარ!

არდადეგების გამოსათხოვარი

როგორი მოკლე აღმოჩნდა შენთვის ეს წუთისოფელი, ჩემო მშვენიერო არდადეგებო!

ყოველ დღე ხელიდან გვეცლებოდი და ჩვენ ვერაფერს ვხვდებოდით.

ასე იცი ხოლმე სულ! მოდიხარ და ყველას ბედნიერს  გვხვდი! თუმცა ისე სწრაფად მიიპარები ჩენგან, რომ უკან მოხედებასაც კი ვერ ვასწრებთ!  

რატომ?! რატომ შემოიფარგლები ყოველთის ასეთი მოკლე დროით?! რატომ არ გინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ შენთან ერთდ?! შენ კიდევ მიდიხარ, მარტო გვტოვებ და არც კი განაღვლებს, რა მოგვივა შენს გარეშე!  ზოგჯერ  გამოჩნდები ხოლმე მოწმენდილ ცაზე და ისევე მოულოდნელად გვტოვებ, როგორც მოდიხარ ხოლმე!

შენ შვილებს, შაბათსა და კვირას, რა ვუთხრა?! რით გავამხნევო?! საწყლები კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდებიან ხოლმე. სიმართლე რომ გითხრა, ისინიც შენ გგვანან! დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მოვლენ ხოლმე და თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ, ისე მიიპარებიან ჩვენგან!

არდადეგებო, ძალიან გთხოვ, დაგვიბრუნდი! შენს გარეშე ყოფნას ვერ გადავიტანთ, თუმცა მოგვიწევს!

სიყვარულით თაკო!

სივრცეეეე!

წარმოვიდგინეე ..

არ არსებობენ ადამიანები, სახლები, ქალაქები, ქვეყნები, მცენარეები, ცხოველები, ფრინველები – დედამიწა არ არსებობს. და მზის სისტემაც, კოსმოსიც – მთლიანად გალაქტიკა  არ არის. უბრალოდ უზარმაზარი სივრცეა გარშემო, რომელსაც არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. ცისა და მიწის, ჰაერისა და წყლის გარეშე… და შემთხვევით ჩავიძირე ამ უსასრულო სივრცეში..  განაგრძე კითხვა…

რატომ ვარ ბედნიერი?

ყვეელაას გილოოოოცაავვთ!!! ეს ჩემი პირველი პოსტია 2012 წელს და მინდა წითელი ლენტი საზეიმოდ გავჭრაა! დშშშშ!! დშშშშ!!(ფეივერკების ხმა) სხვათაშორის არამარტო პირველი პოსტია 2012 წელს, არამედ პირველი თეგ–თამაში, კი არადა თეგ–პოსტი თუ როგორ ვთქვა? რა მნიშვნელობა აქვს, ხომ მიხვდით რასაც ვგულისხმობ? განაგრძე კითხვა…

ახირებული გასეირნება… ♡

ნუ მიყურებთ ასეთი სახით, გაიღიმეთ! მოდი, ყველაფერი უკან დავტოვოთ, პრობლემები, მოხუცები… არ გვინდა ბანალიზმი და სენტიმენტალიზმი, უბრალოდ გავერთოთ. ჩემთან გადმოდი. ცოტა გავისეირნოთ. თუ არ მენდობი, მაუსის ერთი დაწკაპუნებით შეგიძლია დამემშვიდობო. ცოტა ზედმეტი ხომ არ მომდის, ასე რომ გელაპარაკები? მოდი, ნუ გეშინია. ჯერ ერთი ფეხი გადმოდგი. არც ისეთი მსუქანი ხარ, რომ ჩემს კომპიუტერში ვერ გამოეტიო. ხელი მომკიდე, მოგეხმარები. მეორე ფეხიც და… აი გადმოსული ხარ უკვე. ეს ჩემი ოთახია. ინტერიერმა არ შეგაშინოს. დედაჩემს მოსწონს, მე არა. რაღაც-რაღაცეებს სიამოვნებით გადავაადგილებდი, ან სულ მოვაშორებდი. არეულობისთვის ბოდიშს გიხდი. გუშინ ”მუზა” მომივიდა და ხატვა დავიწყე. ალბათ, არ გეცოდინება, რომ მხატვარი ვარ. მეც ჩემებურად ვაფრენ, როგორც ყველა მხატვარი. ჩემი დაც მხატვარია, მამაჩემიც. ხატვის ნიჭი გენებში გვაქვს. ამიტომ  ყრია ყველგან პალიტრები და ფუნჯები. ოჰ, ამასაც არ მიაქციო ყურადღება, გუშინ შემთხვევით დამექცა საღებავიანი წყალი ძირს. ჩემს ნახატებსაც დაგათვარიელებინებდი, მაგრამ დრო თითქმის არ გვაქვს. გამომყევი, გარეთ გავიდეთ. განაგრძე კითხვა…

მე – მოხუცი

ერთ ზედმეტად ჩვეულებრივ დღეს დამეცალა მათემატიკის უკვე მეოთხე რვეული. მეც ავდექი და დავადექი ჩემი საყვარელი საკანცელარიო მაღაზიის გზას, სადაც ისეთი რვეულები, როგორიც მე მინდა არასოდეს იყიდება, სამაგიეროდ არის კალმების ფართო არჩევანი და ფულის გადამახურდავებელი სექცია(თუ შეილძება, რომ ასე დავარქვათ). დებილური რვეულებიდან ნაკლებად დებილური რვეული ავარჩიე და გამყიდველს დაველოდე, თუ როდის მოიცლიდა ჩემთვის. მაღაზიაში ქაოსი იყო. სწორედ ამ დროს შემოვიდა ძალიან უბრალო, გაცვეთილი ტანასცმლით, დაახლოებით 80 წელს გადაცილებული, წელში მოხრილი და სახედანაოჭებული კაცი. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა ასეთ ხნიერ ადამიანს სასკოლო ნივთების მაღაზიაში რა უნდა-მეთქი, მაგრამ შემდეგ მან ჯიბიდან რაღაც პრიალა, ფულის მაგვარი ქაღალდი ამოიღო და კბილების უქონლობის გამო ოდნავ ჩლიფინით იკითხა: ”აზერბაიჯანულ ფულს ხომ არ ახურდავებთ, შვილო?”  გამყიდველი მოტრიალდა, თავი დაუქნია და შემდეგ დახედა ფულს. უცებ, ყველას გასაკვირად და ყველას გასაგონად ყვირილი მორთო: ”ამ ხალხს ყველაფერი ფული ჰგონია! კანფეტში ამოსული იაფასიანი ქაღალდებიც კი! სხვას წაუღეთ, ბატონო, სხვამ დაგიხურდავოთ!!!”. ამ სიტყვების შემდეგ ყველა და ყველაფერი გაჩუმდა, თითქოს გარეთ შუა ღამე გამოვსულიყავი, როცა გაფაჩუნების და წყლის წვეთების წკარუნიც კი არ ისმის, როგორც საშიშ ფილმებში ხდება ხოლმე. ყელში დიდი ბურთი მომაწვა, რაც საშუალებას არ მაძლევდა ხმა ამომეღო. იმ მომენტში სურვილი გამიჩნდა, მივსულიყავი და გამყიდველი დამეხრჩო, სალაროდან მთლიანად ამომეღო ფული და მოხუცისთვის მიმეცა.  რათქმაუნდა, ეს სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩა. მოხუცმა კი თავი ჩაღუნა, ”ფული” აიღო და მაღაზიიდან გავიდა. განაგრძე კითხვა…